TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბიაზინი:“ კოპმეინერსის გაფორმების შემთხვევაში, იუვე ტიტულისთვის იბრძოლებს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ინტერის ქომაგმა ფაბრიციო ბიაზინიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვენტუსის შანსები შეაფასა.

„ჯერჯერობით იუვენტუსის ამბიციებზე საუბარი ძალიან ადრეა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა მათ კარგი სტარტი აიღეს და აშკარაა, რომ ტიაგო მოტას იუვენტუსს დიდი პოტენციალი აქვს.

„თუ კრისტიანო ჯუნტოლიმ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მთავარი სამიზნეების, მათ შორის ტეუნ კოპმეინერსის გაფორმება შეძლო, იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ინტერის მთავარი კონკურენტი იქნება.“