TuttoJuve

Juve per sempre sarà

მირეტის გაშვებამდე იუვეს კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვა სურს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჯენოას შორის ფაბიო მირეტის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, თუმცა ტურინული გრანდი პირველ რიგში იტალიელის შემცვლელის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი პირველ რიგში ტეუნ კოპმეიენრსის მოლოდინშია, რის შემდეგაც მირეტის ჯენოაში ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქს აუნთებს.

მირეტი გენუურ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ბიანკონერის კი მისი უკან დაბრუნების უფლება ექნება.

33 views
error: დაცული კონტენტი !