TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს და ფიორენტინას შეთანხმებამდე 3 მილიონი აშორებთ

იუვენტუსი და ფიორენტინა ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.

მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსს არგენტინელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს, ხოლო ფლორენციელები საერთო ჯამში 38 მილიონს ითხოვენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და სავარაუდოდ საერთო ენის გამონახვას 36-37 მილიონის ფარგლებში შეძლებენ.