TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას აგენტი ბარსელონას დღეს შეხვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას აგენტსა და ბარსელონას ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ბლაუგრანასთვის მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა პირველ რიგში ესპანელებს კიეზასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოუწევს.

ფედერიკოს ტრანსფერზე ბოლო საათებში რომაც გააქტიურდა, მაგრამ ფედერიკოს პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ბარსელონაში თამაშია.