TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბერარდი იუვეს სიაში რჩება

იტალიური მედიის ინფორმაციით, დომენიკო ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება.

Tuttomercato-ს ცნობით, ნიკო გონსალესთან ერთად, კრისტიანო ჯუნტოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი ვინგერის გაფორმება სურს და თუ მას პრიორიტეტული სამიზნეების ტრანსფერი არ გამოუვიდა, ბერარდის კანდიდატურა კვლავ აქტუალური გახდება.

სასუოლო დომენიკოს სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, თავად ბერარდის კი სერია ბ-ში თამაში არ სურს და იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.