TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მენდეში კონსეისაუს იუვენტუსში ტრანსფერზე მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, პორტუს ვინგერის ფრანცისკო კონსეისაუს აგენტი ჟორჟე მენდეში კლიენტის იუვენტუსში ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ბიანკონერის ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, პორტუს კი პორტუგალიელის ასეთი ფორმულით გაშვება არ სურს, მაგრამ მისი აგენტი გუნდის ხელმძღვანელობის გადარწმუნბას ცდილობს.

თავად კონსეისაუმ სხვა გუნდებში ტრანსფერზე უარი თქვა და მხოლოდ იუვენტუსის მოლოდინშია.