TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პლატინი:” 10 ნომერი ილდისს ? იმედი მაქვს, ის მოლოდინებს გაამართლებს, მოტა ?…”

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“10 ნომერი ილდისს ? ეს მაისური არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ეცვა, მე, ბაჯო, დელ პიერო, დიბალა და სხვები. თუ იუვენტუსმა 10 ნომრის ილდისისთვის მიცემა გადაწყვიტა, ეს იმის მანიშნებელია, რომ კენანს შესაბამისი მახასიათებლები და ხასიათი აქვს. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ეს დიდი ტვირთია, იუვენტუსის 10 ნომრისგან ყველა ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს მოელის. იმედია, ილდისი მოლოდინებს გაამართლებს.

“მოტა ? ტიაგომ ფეხბურთი ზედმიწევნით კარგად იცის, მე მას პსჟ-ში ყოფნის დროდან ვიცნობ, მოტამ თავი ყველგან ძალიან კარგად წარმოაჩინა და იუვენტუსმა სწორი არჩევანი გააკეთა. მას თანამედროვე, სანახაობრივი ფეხბურთი უყვარს და იუვენტუსში ახალი ციკლის დასაწყებად ტიაგო დიდებული არჩევანია.

“სკუდეტო ? ვიცი, რომ იუვენტუსის ქომაგებს გამარჯვება სურთ, მაგრამ მრავალფეროვნება ფეხბურთისთვის კარგია. იუვენტუსისთვის 4 წელი სკუდეტოს გარეშე ბევრია, მაგრამ გუნდი ჩვეულ დონეს აუცილებლად დაუბრუნდება.

“ტურამი ? მან ნიცაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ის არის ელეგანტური, დიდებული ფიზიკური მონაცემებითა და ტექნიკით დაჯილდოებული ფეხბურთელი, ვინც იუვენტუსის ტრადიციები მამამისისგან კარგად იცის.

“რაბიო ? ადრიენი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ციკლი იუვენტუსში დასრულდა.

“პოგბა ? არც კი ვიცი, რა ვთქვა ამ თემაზე. პოლი ყველას უყვარს, ის დიდებული ფეხბურთელია და სამწუხაროა, რომ ფეხბურთის თამაშის საშუალება აღარ ეძლევა.

“ვლაჰოვიჩი ? ფორვარდების სიტუაცია ყოველთვის ასეთია, როდესაც შენ იტან ფენომენი ხარ, ხოლო როდესაც უგოლო სერია გაქვს ყველა გაკრიტიკებს, თუმცა მის ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

“ალეგრი ? მე მისი მჯეროდა, მაგრამ მაქსს მოლოდინების გასამართლებლად შესაბამისი ფეხბურთელები არ ჰყავდა.

“სუპერ ლიგა ? არ ვიცი როდის, მაგრამ ერთ დღეს ეს პროექტი აუცილებლად შეიქმნება. უნდა გვახსოვდეს, რომ გუნდები პროექტს მხარს უჭერდნენ და რომ არა UEFA და FIFA, ახლა სუპერ ლიგა მოქმედი ტურნირი იქნებოდა.”