TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას პრიორიტეტი ბარსელონაში თამაშია

არაერთი ესპანური წყაროს ცნობით, ფედერიკო კიეზამ სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები შეაჩერა და კარიერის ბარსელონაში გადასვლა სურს.

Sport-ის ცნობით, ბლაუგრანა კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის, თავად იტალიელს კი 3-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და დიდია ალბათობა, კიეზა უახლოეს პერიოდში კატალონიური გრანდის რიგებს შეუერთდეს.