TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესის ტრანსფერზე ნიუკასლი გააქტიურდა

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინგლისური ნიუკასლი ნიკო გონსალესის ტრანსფერზე გააქტიურდა და იუვენტუსს კონკურენციას უწევს.

წყაროს ცნობით, ინგლისელები ფეხბურთელს ტურინულ გრანდზე უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ, მაგრამ თავად არგენტინელს იუვენტუსში თამაში სურს და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

უახლოეს საათებში იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის კიდევ ერთი საუბარი შედგება და კრისტიანო ჯუნტოლი ტრანსფერის საბოლოოდ დახურვას ეცდება.