TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე მბანგულასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა

იუვენტუსის ძირითად გუნდში შესანიშნავი დებიუტის შემდეგ, ბიანკონერის ხელმძღვანელობა სამუელ მბანგულას ახალ კონტრაქტზე მუშაობას იწყებს.

ბელგიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მომდევნო ხელშეკრულება მისთვის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იქნება.

იუვენტუსს მისი 2029 წლამდე შენარჩუნება სურს და 20 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში NextGen-ში აღარ დაბრუნდება, ის ტიაგო მოტას გუნდის წევრი იქნება.