TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

იტალიური მედიის ცნობით, ნიკო გონსალესი იუვენტუსის რიგებს მომდევნო 48 საათში შეუერთდება.

SportItalia-ს ცნობით, ატალანტას მხრიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, არგენტინელმა ფეხბურთელმა ფლორენციული გუნდის ხელმძღვანელობას დაუფიქსირა, რომ მას კარიერის ტურინში გაგრძელება სურს და როგორც ჩანს, როკო კომისო მის იუვენტუსში გაშვებას დათანხმდა.

ბიანკონერის ფეხბურთელის გაფორმება ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევრო დაუჯდება. გონსალესი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.