TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარსას პირველი წინადადება იუვეს კიეზას თაობაზე…

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ბარსელონას ინტერესი ფედერიკო კიეზას მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, ბლაუგრანა ტურინულ გრანდს იტალიელის სანაცვლოდ 10 მილიონს, თავად კიეზას კი სეზონში ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

დი ნატალეს თქმით, იუვენტუსს კიეზას სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გამომუშავება უნდა, თუმცა არ არის გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამ წინადადებას დათანხმდეს.