TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამი და ვეა ტრავმის გამო მინიმუმ 10 დღე იუქმებენ

იუვენტუსმა ხეფრენ ტურამისა და ტიმოთი ვეას ტრავმები ოფიციალურად დაადასტურა.

ტურამს მარცხენა, ხოლო ვეას მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, ორივე მათგანი განმეორებით შემოწმებას 10 დღეში გაივლიან და მათი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ამის შემდეგ გვეცოდინება.

მოსალოდნელია, რომ ტიაგო მოტას შეგირდებს ფონს გასვლა ვერონასთან და რომასთან მატჩებში ტურამი-ვეას დუეტის გარეშე მოუწევთ.