TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩელსი იუვენტუსს კიეზა-სტერლინგის ბარტერს სთავაზობს

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ჩელსი იუვენტუსს ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ რაჰიმ სტერლინგს შესთავაზებს.

სტერლინგი ჩელსის გეგმებში არ შედის და ლონდონელებს მისი გაშვება სურთ, სანაცვლოდ კი იუვენტუსიდან ფედერიკო კიეზას გაფორმების წინააღმდეგები არ იქნებიან.

პრობლემა ინგლისელი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. ის ჩელსიში წლიურად დაახლოებით 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ტურინული გრანდი კი ამ თანხის გადახდას არც კი განიხილავს, ამიტომ ფეხბურთელს იუვენტუსში გადასასვლელად ხელფასის საგრძნოლბად შემცირება მოუწევს.