TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსს ტურინში ხვალ ელოდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, კოპმეიენრსის სამედიცინო შემოწმება ტურინში ხვალისთვის არის ჩანიშნული.

SportItalia-ს ინფორმაციით, ლაზარ სამარჯიჩის გაფორმების შემდეგ, ატალანტამ ნიდერლანდელი ფეხბურთელის იუვენტუსში ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქი აუნთო.

ტურინული გრანდი კოპმეიენრსის სანაცვლოდ საერთო ჯამში 59 მილიონ ევროს გადაიხდის, ბიანკონერი ამ თანხას 5 წლის განმავლობაში დაფარავს.