TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მირეტი იუვენტუსს იჯარით დატოვებს

უესტონ მაკკენის სიტუაციის შეცვლის შემდეგ, ვინც გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მომდევნო სეზონში ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება, ფაბიო მირეტი იუვენტუსს ტოვებს.

რომეო აგრესტის ცნობით, იტალიელი ტალანტი დიდი ალბათობით ჯენოას რიგებს შეუერთდება, სადაც მას რეგულარული სათამაშო დრო და განვითარების შესაძლებლობა ექნება.

მირეტი გენუურ გუნდს მშრალი იჯარით შეუერთდება და სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება.