TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამი:“ იუვენტუსში მოსვლა აქამდეც შემეძლო, მაგრამ მზად არ ვიყავი“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა SportMediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში ტრანსფერი ? ბიანკონერი ჩემ მიმართ ინტერესს მაშინაც იჩენდა, როდესაც მე 17 წლის ვიყავი, მაგრამ ასეთ ასაკში იუვენტუსის დონის გუნდში გადასასვლელად გამორჩეული ფენომენი უნდა იყო, მე მაშინ მზად არ ვიყავი, ამიტომ ნიცაში წასვლა გადავწყვიტე, სადაც თამაშისა და განვითარების შანსი მომეცა, ახლა კი აქ ვარ.

„რას უნდა ელოდონ ქომაგები ჩემგან ? ჩემი სპეციალობა გოლების გატანა არ არის, მე სხვა დანიშნულება მაქვს და გუნდისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯები.

„რას ვეტყვი ჩემს ძმას ინტერთან მატჩის წინ ? არაფერს, ჩვენ ერთმანეთს შევხედავთ, გავიცინებთ და მატჩისთვის მზადებას შევუდგებით.“