TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: კენან ილდისი იუვენტუსის ახალი ათიანია

იუვენტუსმა კენან ილდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა და ამასთან ერთად თურქი ტალანტი ბიანკონერის ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს მიიღებს.

ილდისი იუვენტუსში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი გასამრჯელო 300,000 ევროდან 1.6 მილიონამდე გაიზარდა, რასაც პირადი და გუნდური მიღწევების მიხედვით გარკვეული ბონუსები დაემატება.

ილდისმა გასულ წლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ალექს დელ პიერო მისი ერთ-ერთი კუმირი გახლდათ და მისთვის 10 ნომრის ტარება ორმაგად სასიხარულოა…