TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მირეტის გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის

ტრავმის მიუხედავად, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან ფაბიო მირეტის წასვლა გამორიცხული არ არის.

ფაბიომ ვარჯიშის დროს ტერფის ძვალი მოიტეხა, რის გამოც ის მოედანზე სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება, თუმცა რომეო აგრესტის ცნობით, ჯენოა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა მირეტის აგენტს უახლოეს საათებში შეხვდება და მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.