TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვოლფსბურგის ვინგერი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

იუვენტუსი ვოლფსბურგის გარემარბის პატრიკ ვიმერის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი შეტევის გასაძლიერებლად პოტენციურ კანდიდატებს აქტიურად ეძებს და Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის სიას 23 წლის ავსტრიელი შეემატა, რომლის გუნდში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.

32 views
error: დაცული კონტენტი !