TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გუდმუნდსონის ფიორენტინაში ტრანსფერი ხვალ დაიხურება, რაც გონსალესს იუვენტუსში გზას გაუხსნის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დაიხურება, რის შემდეგაც ნიკო გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერს ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

ტურინული გრანდი არგენტინელ ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში კი ფლორენციელები 30 მილიონს მიიღებენ.

გონსალესი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი და ბონუსები იქნება.