TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), კენან ილდისი უახლოეს საათებში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გუნდის 10-ნომრიან მაისურს მიიღებს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, თურქი ტალანტი ხელშეკრულებას 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო 300,000 ევროდან 1 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ფეხბურთელის შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული ბონუსები დაემატება.

მოსალოდნელია, რომ ილდისის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად ხვალ დადასტურდება.