TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: ვოიცეხ შესნიმ იუვენტუსი დატოვა

იუვენტუსმა ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა.

პოლონელი კარის დარაჯი კომპენსაციის სახით დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს, მისი გუნდიდან ნაადრევი წასვლით იუვენტუსი 5-6 მილიონ ევროს დაზოგავს.

34 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა იუვენტუსის მაისურით 252 მატჩი ჩაატარა. ტურინში გატარებულ 8 წელში მან 3 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერ თასი მოიგო, შესნი 2019-20 წლების სერია ა-ს საუკეთესო კიპერადაც დასახელდა.