TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 7 ფეხბურთელის გაშვება სურს

კრისტიანო ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელ სპეციალისტს აგვისტოს ბოლომდე გუნდიდან კიდევ 7 ფეხბურთელის გაშვება უნდა.

ბიანკონერი კიეზას, კოსტიჩის, დე შილიოს, არტურის, შესნის, მაკკენისა და რუგანის გაყიდვას ცდილობს, რაც გუნდს მათი ხელფასების სახით საკმაოდ დიდ თანხას დააზოგინებს.

ამ მომენტისთვის გუნდიდან წასვლასთან ყველაზე ახლოს ვოიცეხ შესნია, მხარეები კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტას დათანხმდნენ და გარკვეული კომპენსაციის გადახდის შემდეგ, შესნი თავისუფალი აგენტი გახდება, სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში კი ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია…