TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ ტურინში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანიდან პიერ კალულუს ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დაიხურება.

წყაროს ცნობით, მილანი ფრანგის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.

ამის გარდა, მომავალში კალულუს გაყიდვის შემთხვევაში მილანი სრული თანხის 10 პროცენტს მიიღებს.

კალულუ იუვენტუსთან 5-წლიან (1+4) ხელშეკრულებას გააფორმებს და გასამრჯელოს სახით სეზონში 2.4 მილიონს მიიღებს.