TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსის ტრანსფერი მომდევნო საათებში დაიხურება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი მომდევნო საათებში დაიხურება.

წყაროს ცნობით, ფროზინონეს ნახევარმცველი მარკო ბრეშანინი ბერგამოში დღეს ჩაფრინდება და ლა დეას რიგებს შეუერთდება, რის შემდეგაც კოპმეინერსს ტურინისკენ გზა ხსნილი ექნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსს ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერი 55 მილიონი ევრო დაუჯდება.