TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონსეისაუ იუვენტუსს უახლოვდება

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, პორტუს ვინგერი ფრანჩესკო კონსეისაუ იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის რიგებში გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელმა დააფიქსირა, ამიტომ პორტუგალიელები მის იუვენტუსში იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა 30-35 მილიონ ევროდ შეეძლება.