TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი იუვენტუსში გადასვლას ითხოვს

ფიორენტინას ფეხბურთელმა ნიკო გონსალესმა გუნდის ხელმძღვანელობას იუვენტუსში გაშვება სთხოვა.

ბიანკონერიმ როგორც ფეხბურთელთან, ასევე ფლორენციული გუნდის წარმომადგენლებთან ტრანსფერის დეტალები შეათანხმა, თუმცა ბოლო მომდენტში ფიორენტინას მფლობელმა როკო კომისომ, ვინც იუვენტუსის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ტრანსფერს ვეტო დაადო.

Sky Sport-ის ცნობით, გონსალესი გუნდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და იმედი აქვს, გუნდი მას ტურინში გადაბარგების უფლებას მისცემს.