TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაიამის ინტერი მაკკენის გაფორმებას ეცდება

გავლენიანი გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, მაიამის ინტერი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.

ამერიკელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მისი დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

მაკკენის ევროპაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, მოინდომებს თუ არა ის სამშობლოში დაბრუნებას.