TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩი ინგლისური გუნდის მოლოდინშია…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფილიპ კოსტიჩმა რამდენიმე არაბული გუნდი უარით გაისტუმრა და კარიერის ინგლისში გაგრძელება უნდა.

სერბი ლატერალე ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.

წყაროს ცნობით, კოსტიჩის მიმართ ინტერესს ევერტონი და კრისტალ პალასი იჩენენ, თუმცა ოფიციალური წინადადებით იუვენტუსს ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ მიუმართავს. იუვენტუსს კოსტიჩის სანაცვლოდ 9-10 მილიონის გამომუშავება სურს.