TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კომისო იუვენტუსში გონსალესის ტრანსფერს ბლოკავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, როკო კომისოს ნიკო გონსალესის იუვენტუსში გაშვება არ სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსმა როგორც ფიორენტინასთან, ასევე ფეხბურთელთან ყველა დეტალი შეათანხმა, თუმცა ფლორენციული გუნდის მფლობელი გონსალესის ტურინში გაშვების წინააღმდეგია.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი არგენტინელის გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი პარალელურად ალტერანტიული ვარიანტების ძიებას შეუდგა.