TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ შესაძლოა კარიერის დასრულება გადაწყვიტოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი პოლონელ კიპერთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს, რაც გუნდს დაახლოებით 13-14 მილიონ ევროს დაუზოგავს.

გამოცემის ცნობით, თუ შესნიმ ამბიციური გუნდისგან წინადადება არ მიიღო, 34 წლის კარის დარაჯმა შესაძლოა კარიერის დასრულება გადაწყვიტოს.