TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის ტურინული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გასამრჯელო ამ ზაფხულიდან მოყოლებული 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც გუნდის ახალ სახელფასო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

იუვენტუსის ხელმძღვანელობა ვლაჰოვიჩის აგენტს სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შეხვდება და მხარეები ახალ კონტრაქტზე იმსჯელებენ. ტურინულ გრანდს სერბი ფორვარდის გასამრჯელოს 6-6.5 მილიონ ევრომდე შემცირება სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს მომდევნო ზაფხულში დატოვებს.