ვენეციამ კავილიას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
ვენეციამ იუვენტუსის ფეხბურთელის ჰანს ნიკოლუსი კავილიას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.
Tuttosport-ის ცნობით, ვენეცია კავილიას აქამდე შეთანხმებული პირობებით გაიფორმებს, იუვენტუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროსა და მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
მოსალოდნელია, რომ ბიანკონერის აკადემიის აღზრდილი გუნდს საბოლოოდ უახლოეს დღეებში დატოვებს.