TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომა ჯალოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომა იუვენტუსის მცველის ტიაგუ ჯალოს ტრანსფერით ინტერესდება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტიაგო მოტას გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, ამიტომ დიდი ალბათობით ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

ჯალოს გასულ დღეებში პორტუს უკავშირებდნენ, თუმცა მის გაფორმებას რომაც ეცდება. ბიანკონერი პორტუგალიელის გაყიდვას 10-11 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.