TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და მილანი კიეზა-სალემაკერსის ბარტერს განიხილავენ

არა მხოლოდ პიერ კალულუ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსი მილანის კიდევ ერთი ფეხბურთელის ალექსი სალემაკერსის ტრანსფერით ინტერესდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეები სალემაკერსი-კიეზას ბარტერს განიხილავენ, ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა, ამიტომ ფულის დამატება არც ერთ გუნდს არ მოუწევს.

სალემაკერსი ტიაგო მოტას ბოლონიაში თამაშობდა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ამიტომ იტალიელი სპეციალისტი მისი ტურინში ხილვის წინააღმდეგი არ არის.