TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოპმეიენრსის საგა დასასრულს უახლოვდება

La Repubblica-ს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსს იუვენტუსში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

წყაროს ცნობით, ლა დეა იუვენტუსის ბოლო წინადადების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ბერგამოელები ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

ატალანტას კოპმეიენრსის იუვენტუსში გაშვებამდე სელტიკიდან მატ ო’რაილის გაფორმება სურს, რის შემდეგაც 26 წლის ფეხბურთელი ტურინში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 3.5 მილიონი და ბონუსები იქნება.

28 views
error: დაცული კონტენტი !