TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიაგო მოტა:“ ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვექნება, კოპმეიენრსი ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ატლეტიკოსთან მატჩში მე იუვენტუსის აშკარა პროგრესი ვნახე. ჩვენ არაერთი შანსი შევქმენით და მეტოქე გუნდის დაცვის ხაზს პრობლემებს ვუქმნიდით, თუმცა კონტრ-შეტევების დროს მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ.

„მე ჩემი გუნდის სრული ნდობა მაქვს და მჯერა, რომ ჩვენ წინ ძალიან კარგი სეზონი გველოდება. გუნდის პოტენციალს ვარჯიშებზე ვხედავ და ვიცი, რომ სეზონის მსვლელობისას გაცილები მოვუმატებთ.

„ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები ვართ და გვინდა, სეზონი მაქსიმალურად კარგ ფორმაში დავიწყოთ.

„ჯუნტოლი ? კრისტიანოსთან ძალიან კარგი ურთერთობა მაქვს, ჩვენ ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ, მაქვს საშუალება, რომ კონცენტრაცია მხოლოდ სპორტულ ასპექტზე გავაკეთო.

„კოპმეიენრსი ? მე გასპერირნისან არ მისაუბრია.

„ილდისი ? მე მას ვთხოვ, რომ ფლანგზე დარჩეს და მეტოქე გუნდის დაცვის ხაზი გააფართოვოს, შემდეგ შექმნილ სივრცეებს შეუტიოს და მომენტი შექმნას.

„ეს 5-მცველიანი გუნდების წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ატლეტიკოსთან დუგლას ლუისმა და ბევრმა სხვამ კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.“