TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰასას პალერმოში ტრანსფერი ჩაიშალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუის ჰასას პალერმოში ტრანსფერი ჩაიშალა.

სიცილიურ გუნდსა და იუვენტუსს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი ჰასას სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა პალერმომ ბოლო მომენტში ტრანსფერზე უარი თქვა.

ჰასას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ იუვენტუსი დიდი ალბათობით მისთვის ახალი გუნდის პოვნას ეცდება.