TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბორნმუთი კოსტიჩის ტრანსფერით ინტერესდება

დინ ჰეისენის შემდეგ, ბორნმუთი იუვენტუსის კიდევ ერთი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბორნმუთი კრისტალ პალასს ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერში კონკურენციას გაუწევს.

სერბი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში არ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს, რისი გადახდაც ინგლისელებს არ გაუჭირდებათ.