TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბორნმუთის ინტერესის მიუხედავად, იუვე ლოკატელის გაყიდვას არ აპირებს

ბოლო საათებში ინგლისური ბორნმუთის მხრიდან მანუელ ლოკატელის მიმართ ინტერესის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა იტალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.

Tuttomercato-ს ცნობით, ტიაგო მოტა დარწმუნებულია, რომ ლოკატელი ძველ დონეზე დაბრუნებას შეძლებს და მომდევნო სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსი იტალიელის სანაცვლოდ 40-45 მილიონიან წინადადებას არ მიიღებს, მანუელი ტურინში რჩება.