TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტამ მარსელის ტალანტის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ინტერესი მარსელის ახალგაზრდა ტალანტის ლუის ენრიკეს მიმართ სერიოზულია.

Tuttomercato-ს ცნობით, 22 წლის ბრაზილიელი ვინგერის ტრანსფერს ტიაგო მოტამ მწვანე შუქი უკვე აუნთო და კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელის თაობაზე პირველ სვლებს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

ენრიკეს მიმდინარე კონტრაქტი ფრანგებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაფორმება ტურინელებს საკმაოდ იაფად, დაახლოებით 6-7 მილიონ ევროდ შეეძლება.