TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბის ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ბიანკონერი უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით ფიორენტინადან ნიკო გონსალესის ტრანსფერს დახურავს, თუმცა ეს გუნდში კიდევ ერთი ვინგერის მისვლას არ გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფედერიკო კიეზას გაშვება შეძლო, ტურინული გრანდი სანჩოს გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.