TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მცველის გაფორმება ამ მომენტისთვის იუვეს პრიორიტეტი არ არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, ჟან კლერ ტოდიბოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ცენტრალური მცველის გაფორმება ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი აღარ არის.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ამ მომენტში ტეუნ კოპმეინერსის და ნიკო გონსალესის ტრანსფერების დახურვა სურს, მცველის საკითხი კი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გადაწყდება.

დელა ვალეს თქმით, მომდევნო კვირა ტეუნ კოპმეინერსის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს.