TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ჰუმელსის სამსახური შესთავაზეს

ჟან კლერ ტოდიბოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსი ფრანგი მცველის ალტერნატიული ვარიანტების ძიებას შეუდგა.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დორტმუნდის ყოფილი კაპიტანის მატს ჰუმელსის წარმომადგენლებმა იუვენტუსს გერმანელი მცველის სამსახური შესთავაზეს, ვინც თავისუფალი აგენტი გახლავთ და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ვეტერანი ჰუმელსის გაფორმება იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი სხვა კანდიდატების ძიებაშია.