TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი ვინგერის გაფორმებას გეგმავს და კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიას ბრაზილიელი ტალანტი უესლი შეემატა.

კორინთიანსის 19 წლის გარემარბის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და ბრაზილური წყაროების ცნობით, მათ სიას იუვენტუსიც შეუერთდა.

კორინთიანსი ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს. ის ტურინში გალენოს ალტერნატივად მოიაზრება.