TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ

Sky Sport-ის ცნობით, იუვენტუსი და ფიორენტინა ნიკო გონსალესის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც გუნდს საერთო ჯამში 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ტრანსფერის საბოლოოდ დახურვისთვის ფიორენტინას ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის გაფორმება მოუწევს, რის შემდეგაც არგენტინელი ტურინში გადაბარგდება.