TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულე:“ იუვენტუსის დატოვების გამო იმედგაცრუებული ვარ“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მატიას სულემ რომაში პრეზენტაციის დროს ტურინული გრანდის დატოვების გამო იმედგაცრუება გამოთქვა.

„იუვენტუსის დატოვების გამო იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობდი, რომ ფროზინონეში წარმატებული სეზონის შემდეგ, მე იქ ადგილი დავიმსახურე და არ მეგონა, რომ გუნდის დატოვება მომიწევდა.

„ტიაგო მოტა ხუმრობით მეუბნებოდა, რომ ის მე მხოლოდ 70 მილიონის სანაცვლოდ გამიშვებდა, რომ მე მისი გეგმის ნაწილი ვიყავი.

„მინდა 1 სექტემბერს Allianz Stadium-ზე იუვენტუსის ხელმძღვანელობას ვაჩვენო, რომ მათ ჩემი გაყიდვით შეცდომა დაუშვეს.“