TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის მაისურის მთავარი სპონსორის ვინაობა ცნობილია…

იტალიური წყაროების ცნობით, რაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იუვენტუსის მაისურის მთავარი სპონსორი მომდევნო სეზონში ItaAirways-ი იქნება.

იუვენტუსი Jeep-ის შემცვლელს გასულ კვირებში აქტიურად ეძებდა და დიდია ალბათობა, მომდევნო სეზონში მაისურზე სწორედ ItaAirways-ის ლოგო ვნახოთ.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი ახალ სპონსორთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად დაახლოებით 20-25 მილიონს მიიღებს.