TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე დღეს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში იუვენტუსი ფლორენციელებს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

ფიორენტინა არგნეიტნელის ტურინში გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პირველ რიგში ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის გაფორმება სურს, რის შემდეგაც გონსალესის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.

31 views
error: დაცული კონტენტი !